ფეხბურთი

20:37 | 18.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

“მილანის” განაცხადში 15 წლის მეკარეს ელიან

იტალიური “მილანის” მთავარ მწვრთნელ ფილიპო ინძაგის თავსატეხი არ ელევა. ამჯერად პიპოს ფიქრები მეკარეს უკავშირდება. გუნდის ძირითადი მეკარე დისკვალიფიცირებულია და კვირას, 22 თებერვალს “ჩეზენას” წინააღმდეგ ვერ ითამაშებს. მის გარდა, დაშავებულია გუნდის მესამე მეკარე მაიკლ აგაცი. “როსენერის” ამ შეხვედრისთვის მხოლოდ ერთი კიპერი კრისტიან აბიატი დარჩა და შესაბამისად ინძაგის სათადარიგო სკამზე ახალგაზრდული გუნდის მეკარის დასმა მოუწევს.

იტალიელი ჟურნალისტების ვარაუდით, განაცხადში 15 წლის ჯანლუიჯი დონარუმა მოხვდება და იგი შეასრულებს 24-ე ტურში აბიატის დუბლიორის როლს. დონარუმამ მაღალ დონეზე ჩაატარა ახლახან დასრულებული ვიარეჯოს ტურნირი, სადაც ერთ-ერთ საუკეთესო მეკარედ აღიარეს.

თეგები“მილანი”
0.11564