ესპანური მედიის ცნობით, “ბარსელონას” “ლევერკუზენის” 25 წლის გერმანელი ნახევარმცველის ლარს ბენდერის გადაბირება სურს. ჯერჯერობით უცნობია კატალონიელები ბენდერის სანაცვლოდ გერმანულ კლუბს რა თანხას სთავაზობენ.
ბენდერმა მიმდინარე სეზონში ბუნდესლიგაში 18 მატჩი ჩაატარა, ნახევარმცველმა ერთი გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა. ლარსი 2011 წლიდან გერმანიის ეროვნული ნაკრების წევრია, სადაც 19 მატჩი აქვს ჩატარებული და 4 გოლი გატანილი.