ფეხბურთი

14:45 | 18.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

“მანჩესტერი” გუნდოგანში 20 მილიონს იხდის

ბრიტანული მედიის ცნობით, “მანჩესტერმა” “დორტმუნდს” ნახევარმცველ ილქაი გუნდოგანში 20 მილიონი გირვანქა შესთავაზა.

წყაროს ცნობით, 24 წლის ფეხბურთელმა პრემიერლიგაში თამაშის სურვილი გამოთქვა. გუნდოგანს გერმანულ კლუბთან კონტრაქტი 2016 წლამდე აკავშირებს. გავრცელებული ინფორმაციით, “დორტმუნდს” გუნდოგანის გუნდიდან თავისუფალი აგენტის სტატუსით გაშვება არ უნდა, რადგან გერმანულ კლუბს არანაირი მოგება არ დარჩება.

“მანჩესტერი” ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს “დორტმუნდს” 16 მილიონს სთავაზობდა, მაგრამ ტრანსფერი არ შედგა.

მიმდინარე სეზონში გუნდოგანმა ტრავმების გამო მხოლოდ 11 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.

0.11473