საქართველოს 19-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები, რომელსაც გიორგი დევდარიანი წვრთნის, 23 თებერვალს იტალიაში გაემგზავრება, სადაც 25 თებერვალს ადგილობრივ 19-წლამდელებთან ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს.
მარტში დევდარიანის შეგირდები შეკრებას ანთალიაში გაივლიან და პოლონელ თანატოლებთან ორ სპარინგს ითამაშებენ.
აპრილის მიწურულს 19-წლამდელები კიევში გაემგზავრებიან და ორ ამხანაგურს უკრაინის ნაკრებთან გამართავენ.
დევდარიანის გაწვრთნილები ელიტ რაუნდში პირველ ჯგუფში პორტუგალიასთან, ესპანეთთან და თურქეთთან მოხვდნენ. მატჩები თბილისში 29 მაისს, 31 მაისსა და 3 ივნისს ჩატარდება.
29 მაისი
საქართველო - ესპანეთი
პორტუგალია – თურქეთი
31 მაისი
საქართველო – პორტუგალია
ესპანეთი – თურქეთი
3 ივნისი
საქართველო – თურქეთი
პორტუგალია – ესპანეთი
6-15 ივლისს საბერძნეთში გასამართ ფინალურ ეტაპზე ჯგუფში პირველ ადგილზე გასული გუნდის გადის.