თბილისში გრან-პრის სერიით მიმდინარე მოჭადრაკე ვაჟთა საერთაშორისო ტურნირზე, რომელსაც სასტუმრო ,,ქორთიარდ მარიოტი“ მასპინძლობს, მესამე ტურის პარტიები გათამაშდა. ქართველი გულშემატკივრებისათვის, რაღა თქმა უნდა, ყველაზე გამორჩეულ ინტერესს ბაადურ ჯობავა - დმიტრი იაკოვლენკოს შეხვედრა იწვევდა. მეორე ტურში გაკეთებული ყაიმის შემდეგ ჯობავამ გულშემატკივრებს იმედის ნაპერწკალი აუნთო, რომელიც, სამწუხაროდ, მომდევნო მესამე ტურშივე განელდა. ქართველი მოჭადრაკე ამ ტურნირზე მეორედ დამარცხდა და ნახევარი ქულით გამოკვეთილი აუტსაიდერი გახდა.
აღნიშნულ ტურში გამორჩეულ ინტერესს იწვევდა ასპარეზობის ერთ-ერთი ლიდერის ევგენი ტომაშევსკის ( რუსეთი) და მისი თანამემამულის, ტურნირის ყველაზე მაღალი რეიტინგის მქონე ალექსანდრე გრიშჩუკის შეხვედრა. შესანიშნავად მოასპარეზე ტომაშევსკიმ შეძლო რეიტინგ-ფავორიტის დამარცხება, სამი შესაძლებლიდან 2,5 ქულა დააგროვა და ასპარეზობის ერთპიროვნული ლიდერი გახდა.
მესამე ტურის შეხვედრათა ტექნიკური შედეგები:
პიოტრ სვიდლერი (რუსეთი)- თეიმურ რაჯაბოვი ( აზერბაიჯანი) 0,5:0,5
მაქსიმ ვაშიე-ლაგრავი ( საფრანგეთი)-ლენერ დომინგეს პერესი ( კუბა) 0,5:0,5
რუსტამ კასინჯანოვი( უზბეკეთი)- ანიშ გირი ( ჰოლანდია) 0,5:0,5
დმიტრი ანდრეიკინი ( რუსეთი)- შახრიარ მამედიაროვი ( აზერბაიჯანი) 0-1
ევგენი ტომაშევსკი( რუსეთი)-ალექსანდრე გრიშჩუკი ( რუსეთი) 1-0
ბაადურ ჯობავა ( საქართველო) -დმიტრი იაკოვენკო ( რუსეთი) 0-1
მეოთხე ტურის შეხვედრათა განრიგი:
გრიშჩუკი-ჯობავა
რაჯაბოვი-იაკოვენკო
მამედიაროვი-ტომაშევსკი
გირი-ანდრეიკინი
დომინგეს პერესი-კასიმჯანოვი
სვიდლერი- ვაშიე-ლაგრავი
სატურნირო მდგომარეობა სამი ტურის შემდეგ:
- ტომაშევსკი-2,5 ქულა
2-4. გირი, იაკოვენკო, მამედიაროვი- 2 -2 ქულა
5-8. გრიშჩუკი, კასიმჯანოვი, რაჯაბოვი, დომინგეს პერესი-1,5-1,5 ქულა
9-11. ანდრეიკინი, სვიდლერი, ვაშიე-ლაგრავი - 1-1 ქულა
12. ჯობავა- 0,5 ქულა