ოფი-ს შემტევი ნახევარმცველი გიორგი მერებაშვილი საბერძნეთის საფეხბურთო სუპერლიგის 2 შეხვედრას გამოტოვებს.
განვლილ ტურში ოფი-მ სახლში “პანათინაიკოსთან” 2:3 წააგო, ხოლო მერებაშვილმა, გოლის გატანის პარალელურად, ყვითელი ბარათი მიიღო. მიმდინარე სეზონში მისთვის ეს მეშვიდე გაფრთხილება აღმოჩნდა, რის გამო, 2 შეხვედრის გამოტოვება მოუწევს.
ინტერნეტპორტალ onsports.gr-ის ინფორმაციით, ოფი-ს ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელის არყოფნა გუნდის მთავარ მწვრთნელ ნიკოს ანასტოპულოსისთვის დამატებითი “თავის ტკივილია”. საქმე ისაა, რომ ოფი-ს თავკაცის განკარგულებაში მხოლოდ 16 ფეხბურთელია და ამას კიდევ ქართველის არყოფნა დაემატება.