ფეხბურთი

15:09 | 17.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ტოსნოს” რევიშვილსა და ნარუბინს შორის არჩევანი არ გაუკეთებია

რუსეთის საფეხბურთო პირველ დივიზიონში მოასპარეზე ტიხვინის “ტოსნოს” მთავარ მწვრთნელს ალექსანდრე გრიგორიანს ჯერ არ გადაუწყვეტია სეზონის მეორე ნახევარში კარში ნუკრი რევიშვილს დააყენებს თუ სერგეი ნარუბინს. ამის შესახებ მან ინტერნეტპორტალ sportbox.ru-სთან ინტერვიუში განაცხადა.

- სეზონის დარჩენილ ნაწილში სერგეი ნარუბინსა და ნუკრი რევიშვილს შორის არჩევანი ჯერ არ გაგიკეთებიათ?

- ჯერ არა. ნუკრი ძალიან დამაჯერებლად გამოიყურება, მაგრამ სერგეისაც თავისი პლუსები აქვს.

მიმდინარე სეზონის საშემოდგომო ეტაპზე “ტოსნოს” სასტარტოში რევიშვილი თამაშობდა, მაგრამ ზამთარში გუნდის თავკაცად გრიგორიანის დანიშვნის მერე, კლუბში პრემიერლიგის პერმის “ამკარიდან” ნარუბინი მიიწვიეს.

0.155932