ფეხბურთი

14:49 | 17.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

“მანჩესტერი” “ახალ ნეიმარს” უმიზნებს

ბრაზილიის 20-წლამდელთა ნაკრების და “ფლუმინენსეს” 19 წლის ცენტრალური ფორვარდი რობერტ კენედი შესაძლოა ზაფხულში “მანჩესტერ იუნაიტედში” აღმოჩნდეს. ბრაზილიაში “ახალ ნეიმარად” მონათლულ ფეხბურთელს ბევრი კლუბი აკვირდება, “წითელი ეშმაკები” კი ცდილობენ ყველას დაასწრონ.

ინგლისური კლუბი მზადაა “ფლუმინენსეს” კენედის სანაცვლოდ 6.5 მილიონი ევრო შესთავაზოს. თავდამსხმელის ამჟამინდელი სატრანსფერო ღირებულება 2 მილიონ ევროს შეადგენს.

კენედი ბრაზილიური კლუბის აკადემიის აღზრდილია და მთავარი გუნდის ღირსებას 2013 წლის ზაფხულიდან იცავს. რობერტმა “ფლუმინენსეს მაისურით 30 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა 2 გოლი და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.

ბრაზილიელმა 20-წლამდელთა სამხრეთ ამერიკის ჩემპიონატზე ითამაშა და 7 მატჩში თავი თითო გოლითა და საგოლე გადაცემით გამოიჩინა. 17-წლამდელთა ნაკრებში კენედიმ 13 შეხვედრა ჩაატარა და მეტოქე 6-ჯერ დაამწუხრა.

0.115913