ქართველი ჩოგბურთელი ოქსანა კალაშნიკოვა არაბეთის გაერთიანებული ემირატების ქალაქ დუბაიში დაწყებულ საერთაშორისო ტურნირს (საპრიზო ფონდი 2 513 000 დოლარი) პირველივე წრეში გამოეთიშა.
შეგახსენებთ, რომ კალაშნიკოვა წყვილთა შეჯიბრში ძალებს ხორვატ დარია იურაკთან ერთად სცდიდა. ჩვენთვის საინტერესო დუეტმა საწყის რაუნდში მე-8 ნომრად განთესილ უნგრულ-ფრანგულ წყვილთან (ბაბოში-მლადენოვიჩი) ყოჩაღად დაიწყო და ტაიბ-ბრეიკსაც უწია, თუმცა, საბოლოოდ, 6:7 (2:7), 2:6 დამარცხდა.
ოქსანას და დარიას Dubai Duty Free Tennis Championships პირველი წრე რომ დაეძლიათ, 105-105 სარეიტინგო ქულას გამოიმუშავებდნენ.