20 წლის ქართველი თავდამსხმელი გიორგი სარჯველაძე პოლონეთის საფეხბურთო პირველი ლიგის აუტსაიდერ ლოძის “ვიძევში” ვარჯიშობს. ამის შესახებ ლოძელთა ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.
სარჯველაძე “ვიძევის” რიგებში “პოგონთან” წაგებულ (0:2) ამხანაგურ მატჩი ითამაშა. ის მოედანზე 76-ე წუთზე გამოჩნდა. აქამდე, ახალგაზრდა ფორვარდი პოლონეთის პირველი ლიგის კიდევ ერთ წარმომადგენელ “ტიხიში” ვარჯიშობდა, სადაც არ დარჩა.