ფეხბურთი

12:01 | 17.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

“გურია” მეორე წრეს ახალი ლოგოთი ხვდება

საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ჩემპიონატის მეორე წრეს ლანჩხუთის “გურიას” ახალი ლოგოთი შეხვდება.

ფინანსური პრობლემების გამო ლანჩხუთელებმა მეორე წრისთვის მზადება სხვა გუნდებთან შედარებით გვიან დაიწყეს და შეკრებაზე არც საზღვარგარეთ წასულან. თუმცა, ამჟამად კლუბში ფინანსური მდგომარეობა გამოსწორდა და გუნდი შეკრებაზე ურეკშია.

ლანჩხუთელებმა მიმდინარე ზამთარში რამდენიმე ფეხბურთელი დაიმატეს და ამხანაგური შეხვედრებიც ჩაატარეს. პირველი წრის შემდეგ, “გურია” 19 ქულით 16 გუნდში მე-10 ადგილზეა.

0.117294