ფეხბურთი

19:32 | 16.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

“მილანს” პრობლემები მოეძალა

იტალიურ “მილანს” პრობლემები არ ელევა. გუნდის კრიზისულ პერიოდს საკადრო პრობლემებიც დაემატა. “როსონერის” ლაზარეთს კიდევ 4 ფეხბურთელი შეუერთდა.

“ემპოლისთან” (1:1) მატჩის დაწყებამდე დაზიანება კრისტიან ძაკარდომ მიიღო, რომელიც გუნდს გაურკვეველი ვადით გამოაკლდა, ხოლო თამაშისას მას ბრაზილიელი ალექსი, გაბრიელ პალეტა და ჯაკომო ბონავენტურაც შეურთდნენ.

ალექსი ამ კვირაში ცხვირის ოპერაციას გაიკეთებს, ამ დროისთვის უცნობია ითამაშებს თუ არა იგი შემდეგ ტურში.

გაბრიელ პალეტას კი მარცხენა ფეხზე კუნთის პრობლემები აქვს და მას ხელმეორე გამოკვლევა კვირის ბოლოს ჩაუტარდება, რის შემდეგაც ცნობილი გახდება მისი ტრავმის ხარისხი.

რაც შეეხება ბონავენტურას, მისი ტრავმის სირთულეც ამ დღეებში გახდება ცნობილი.

“მილანის” რიგებში მატებაცაა. მომდევნო ტურში, “ჩეზენას” წინააღმდეგ მატჩში დანიელე ბონერასა და რიკარდო მონტოლივოს გამოჯანმრთელებას ელოდებიან.

თეგები“მილანი”
0.114078