ფეხბურთი

18:48 | 16.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

რაკიტიჩმა პრემიერლიგა იუარა

ინგლისური გამოცემა “დეილი ექსპრესის” ცნობით, კატალონიის “ბარსელონას” ნახევარმცველი ივან რაკიტიჩი ზამთრის აწ დასრულებულ სატრანსფერო პერიოდში ინგლისურ პრემიერლიგაში გადასვლასთან ახლოს იყო. ხორვატი ფეხბურთელით “არსენალი” და “მანჩესტერ იუნაიტედი” ინტერესებოდნენ, თუმცა ტრანსფერი თავად რაკიტიჩმა დაბლოკა, რადგან კატალონიის დატოვება არ მოისურვა.

ივან რაკიტიჩი “ბარსელონაში” წლევანდელი სეზონის წინ გადავიდა და გუნდის მაისური დღემდე, ყველა ტურნირის ჩათვლით, 30 შეხვერდაში მოირგო.

0.1128