სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

17:28 | 16.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

“გურიამ” სიხარულია დაიმატა, ბენაშვილს აკვირდება

როგორც ლანჩხუთის “გურიას” პრესსამსახური იტყობინება, თემურ ლორიას გუნდში საჩხერის “ჩიხურას” ყოფილი ნახევარმცველი ზვიად სიხარულია ითამაშებს.

ლანჩხუთელებმა შესაძლოა კიდევ ერთი ახალი ფეხბურთელი, “ზესტაფონის” ყოფილი მოთამაშე ალექსი ბენაშვილი დაიმატონ, რომელმაც სეზონის პირველი ნახევარი ქუთაისის “ტორპედოს” რიგებში გაატარა, დეკემბერში კი კლუბი დატოვა და მას შემდეგ უგუნდოდ იმყოფებოდა.

25 წლის ბენაშვილი ამჟამად “გურიაში” ვარჯიშობს და ფოთის “კოლხეთთან” ამხანაგურ მატჩში მონაწილეობაც მიიღო, მისი გუნდში დარჩენის საკითხი კი უახლოეს დღეებში გაირკვევა.

რაც შეეხება ზვიად სიხარულიას, 22 წლის ფეხბურთელს საქართველოს 19 და 21-წლამდე ნაკრებებში უთამაშია, 2009-2014 წლებში “ზუგდიდში” თამაშობდა, მიმდინარე სეზონის პირველი ნახევარი კი საჩხერის “ჩიხურაში” გაატარა.

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
120 x 600
0.11868
სარეკლამო ადგილი - 99
X x X