ფეხბურთი

16:05 | 16.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

სიმეონე: “მე ვარ დამნაშავე”

მადრიდის “ატლეტიკოს” მთავარი მწვრთნელი დიეგო სიმეონე ვიგოში განცდილი ფიასკოს შემდეგ ჟურნალისტებთან წარსდგა და აღნიშნული შეხვედრა შეაფასა.

არგენტინელმა სპეციალისტმა პასუხისმგებლობა მთლიანად თავის თავზე აიღო და განაცხადა, რომ წაგებაში ისაა დამნაშავე.

“პირველ ნახევარში ცუდი ტაქტიკა ავირჩიე და 45 წუთი დავკარგეთ. მე არასწორი არჩევანი გავაკეთე.

ბრალი მდგომარეობს არა ფერნანდო ტორესში, რომელიც ტაიმის შემდეგ შევცვალე, არამედ ზოგადად ტაქტიკაში. ასეთი შემტევი შემადგენლობის დაყენება არასწორი იყო.

არ ვიცი სხვა დროს კვლავ ერთად თუ ითამაშებენ გრიზმანი, მანძუკიჩი და ტორესი, მაგრამ დღეს გამოჩნდა რომ მათი ერთად ასპარეზობა სწორი არ იყო. ჩვენ გვაკლდა ბალანსი, გვჭირდებოდა ტორესისა და გრიზმანის სისწრაფე, თუმცა არაფერი გამოგვივიდა. ბურთს ძალიან სწრაფად ვკარგავდით.

მეორე ნახევარში კანის შემოსვლის შემდგომ თამაში გამოვასწორეთ და ბევრად უკეთესები ვიყავით, ვიდრე პირველ ტაიმში, თუმცა პენალტმა ჩვენი გეგმები მთლიანად არია. მთლიანობაში, “სელტამ” ძალიან კარგად ითამაშა და დამსახურებულად იმარჯვა”, - განაცხადა სიმეონემ.

“სელტასთან” წაგების შემდგომ, “ატლეტიკო” “ბარსელონას” ექვსი, ხოლო “რეალს” შვიდი ქულით ჩამორჩება.

0.115517