რუსეთის საფეხბურთო ნაციონალური ლიგის (პირველი დივიზიონის) თასზე თურქეთში მყოფმა ტიხვინის “ტოსნომ” “სიბირი” ქართველების მეშვობით დაამარცხა.
განვლილი მატჩი მეკარე ნუკრი რევიშვილმა სრულად ჩაატარა და პირველ ტაიმში, როდესაც “ტოსნო” 1:0 იგებდა, პენალტი მოიგერია. ფორვარდმა ოთარ მარცვალაძემ კი, მეორე ტაიმში გოლი გაიტანა და საბოლოო ანგარიში 2:0 დააფიქსირა. მარცხენა მცველმა გიორგი ნავალოვსკიმ სრულად ითამაშა.