ფეხბურთი

12:47 | 16.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

ინგსი ესპანეთში მოიესს მოელაპარაკება

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, პრემიერლიგის ერთ-ერთი აუტსაიდერის “ბარნლის” თავდამსხმელი დანი ინგსი ესპანეთის ქალაქ სან სებასტიანში ჩაფრინდა, რათა “სოსიედადის” მწვრთნელ დევიდ მოიესთან მოლაპარაკება გამართოს.

შოტლანდიელი და ინგლისელი შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრებენ. როგორც ირკვევა, მოიესი ახალგაზრდა მოთამაშის ასპარეზობით მოხიბლულია და თავის გუნდში ხილვა სურს.

22 წლის თავდამსხმელს “ბარნლისთან” კონტრაქტი 2015 წლის ივლისამდე აკავშირებს და ხელშეკრულება კლუბთან არ გაუხანგრძლივებია. ამ ფაქტის გათვალისწინებით, დიდი ალბათობით, ინგლისელი გუნდს დატოვებს.

მიმდინარე სეზონში დანიმ 24 მატჩში 9 გოლი გაიტანა და 4-ჯერ თანაგუნდელებსაც მისცა თავის გამოჩენის საშუალება. ფეხბურთელი მარტის სანაკრებო პაუზის დროს ინგლისელთა თავკაცის როი ჰოჯსონისგან მიწვევას ელის და ნაკრებში მისი დებიუტიც შედგება.

ინგის სატრანსფერო ფასი მიმდინარე სეზონში 3-დან 10 მილიონ ევრომდე გაიზარდა. შესაბამისად, ფეხბურთელის მიმართ ინტერესი იზრდება და შესაძლოა მოიესმა ყველა სხვა დაინტერესებულ კლუბს დაასწროს და ინგსის ტრანსფერი განახორციელოს.

0.131483