ფეხბურთი

12:20 | 16.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

ხუბუტიას 90 წუთი და გამარჯვება

საბერძნეთის საფეხბურთო სუპერლიგის 24-ე ტურში, “კერკირამ”, რომლშიც აკაკი ხუბუტია გამოდის, თავის მოედანზე “კალონს” 2:0 აჯობა. საქართველოს ნაკრების ცენტრალურმა მცველმა შეუცვლელად ითამაშა. “კერკირა” 30 ქულით 18 გუნდში მე-10 პოზიციაზეა.

საფრანგეთის ლიგა 1-ის 25-ე ტურში, “ბასტიამ” სტუმრად “ნანტი” 2:0 დაამარცხა. ნახევარმცველი ლუკა კიკაბიძე გამარჯვებულთა 18-კაციან განაცხადში არ იმყოფებოდა. “ბასტია” 30 ქულით 18 გუნდში მეცამეტეა.

პორტუგალიის პრიმეირა ლიგის 21-ე ტურში, “ჟილ ვისენტემ” “პაკოშ ფერეირა” მიიღო და 1:0 გაიმარჯვა. შემტევი ნახევარმცველი ავთო ებრალიძე მუხლის მყესის ტრავმის გამო მასპინძლებს კვლავ ვერ დაეხმარა. მიმდინარე სეზონში კატასტროფული სტარტის შემდეგ, “ჟილ ვისენტემ” ბოლო ადგილს თავი დააღწია და ამჟამად, 17 ქულით 18 გუნდში მეთხუთმეტეა.

პორტუგალიის სეგუნდა ლიგის 27-ე ტურში “ფეირენსე” გასვლაზე “პორტო 2”-თან 0:1 დამარცხდა. მეკარე გიორგი მაკარიძე კვლავ სტუმართა თადარიგში ჯდომით შემოიფარგლა. “ფეირენსე” 40 ქულით 24 გუნდში მეთერთმეტეა.

ალბანეთის სუპერლიგის 22-ე ტურში ვლორეს “ფლამურტარიმ” შკოდერის “ვლაჟნია” მიიღო და 3:0 გაიმარჯვა. შარშან შემოდგომაზე საქართველოს ნაკრების ვარჯიშზე დაშავებული ფორვარდი ნიკა გელაშვილი ვლორელებს კვლავ ვერ ეხმარება. “ფლამურტარი” 31 ქულით 10 გუნდში მეექვსეა.

0.113563