კატალონიის “ბარსელონამ” პრიმერადივიზიონის 23-ე ტურის მატჩში “ლევანტე” 5:0 გაანადგურა და ყველა ტურნირზე ზედიზედ მე-11 მატჩი მოიგო. ბოლოს “ბლაუგრანამ” 5 იანვარს “სოსოედადთან” სტუმრად წააგო. აღნიშნული მაჩვენებელი “ბარსამ” 2008/09 წლების სეზონში გვარდიოლას ხელმძღვანელობის დროს დააფიქსირა.
შეხვედრის შემდეგ ლუის ენრიკემ განაცხადა, რომ თანამემამულის რეკორდის გამეორება მისთვის საინტერესო არაა.
“გვარდიოლას რეკორდი? არ ვიცოდი თუ 11 მოგებით გავუთანაბრდი, რეკორდები არ მაინტერესებს. როდესაც ჩემპიონატი დასრულდება და ტიტულს მოვიხვეჭთ, სიამოვნების საბაბი მაშინ გვექნება. მეორე ტაიმში დიდებულად ვითამაშეთ და ამით ბედნიერი ვარ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია თამაში კიდევ გავაუმჯობესოთ.” – განაცხადა ენრიკემ.
აღნიშნული მოგებით კატალონიელებმა 56 ქულა დააგროვეს და ლიდერ მადრიდის “რეალთან” ერთი ქულა აშორებთ.