იტალიის რანგით მე-3 საკალათბურთო ლიგაში გიგა ჯანელიძის “როზეტო შარქსი” “ჯივოვა სკაფატის” დაუხვდა დრამატულ ბრძოლაში 88:89 დამარცხდა.
ქართველი კალათბურთელი სასტარტო ხუთეულში იყო და 21:32 წუთში 4 ქულა, 3 მოხსნა და 1 პასი მოაგროვა. ჯანელიძემ 3-დან 2 ორქულიანი ჩააგდო, სამქულიანი ააცილა და 2 პერსონალური ფოლი მიიღო.
როზეტოელებმა 9 მოგება და 12 მარცხი მოაგროვეს და 16 გუნდიან ლიგაში მე-11 ადგილი უკავიათ. 21 თებერვალს, ჯანელიძის კლუბი “ბავერ მატერას” ესტუმრება.