Sky Sports-ის ინფორმაციით, “ლივერპულის” მცველმა კოლო ტურემ კოტ დივუარის ნაკრებში კარიერა 33 წლის ასაკში დაასრულა.
წინა კვირას კოლო ტურემ კოტ დივუარის ეროვნულ გუნდთან ერთად აფრიკის თასი მოიგო. კოლომ მსოფლიო ჩემპიონატზე 3-ჯერ მიიღო მონაწილეობა (2006, 2010, 2014), ნაკრებში 2000 წლიდან ირიცხება, 112 მატჩი ჩაატარა და 7 გოლი გაიტანა. 2006-2010 წლებში კოლო ტურე კოტ დივუარის კაპიტანიც გახლდათ.