ფეხბურთი

19:00 | 15.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბრაჰიმისთვის ინგლისური კლუბები იბრძვიან

რამდენიმე დღის წინ გაუწყეთ, რომ “პორტუს” ალჟირელი ნახევარმცველით, იესინ ბრაჰიმით “მანჩესტერ სიტი” ინტერესდებოდა. დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც 25 წლის ფეხბურთელის გადაყვანა “მანჩესტერ იუნაიტედსა” და ლონდონის “არსენალშიც” სურთ.

Daily Express-ის ცნობით, “იუნაიტედის” ხელმძღვანელობა 30 მილიონიან წინადადებას ამზადებს, თუმცა რამდენიმე დღის წინ პორტუგალიური გრანდის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ ბრაჰიმს 40 მილიონ გირვანქაზე ნაკლებად არ შეელევიან.

მიმდინარე სეზონში ალჟირელმა შემტევმა “დრაკონების” მაისური 25-ჯერ მოიგო, 10 გოლი გაიტანა და 8 შედეგიანი საგოლე გადაცემა მიითვალა.

0.12154