ფეხბურთი

18:32 | 15.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

მარსელო “შალკესთან” ითამაშებს

მადრიდის “რეალის” ბრაზილიელი მცველი მარსელო 18 თებერვალს, “შალკესთან” ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ მატჩში ითამაშებს.

მარცხენა ფლანგელმა “დეპორტივოსთან” მოგებული (2:0) მატჩის ბოლოს დაზიანება მიიღო და თამაშის გაგრძელება ვერ შეძლო, თუმცა ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა და ბრაზილიელი ოთხშაბათს ითამაშებს.

“მარსელომ ძლიერი დარტყმა მიიღო და თამაშის გაგრძელება ვეღარ მოახერხა, თუმცა სერიოზული არაფერია”. - განაცხადა კარლო ანჩელოტიმ.

“აღარ გავრისკეთ და მოედანზე აღარ დავრჩი, თუმცა საშიში არაფერია. მადლობა ყველას, ვინც ჩემი მდგომარეობით დაინტერესდა. ჰალა მადრიდ!”. - ეს უკვე მარსელოს სიტყვებია, რომელიც საკუთარ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

თეგებიმარსელო
0.115145