ძიუდო

17:33 | 15.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

ოქროს და ორი ბრინჯაოს შანსი რომში

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მძიმეწონოსანმა ლევან მატიაშვილმა რომში მიმდინარე ევროპის ღია პირველობაზე სამი შეხვედრა მოიგო და ფინალში გავიდა. ბექა ღვინიაშვილი (90 კგ) და ალექსანდრე მსხალაძე (100 კგ) კი მესამე საპრიზო ადგილისთვის აგრძელებენ ბრძოლას.

მატიაშვილი გადამწყვეტ ბრძოლაში იაპონელ ჰისაიოში ჰარასავას დაუპირისპირდება. ღვინიაშვილის მეტოქე რეპეშაჟის ფინალში სერბეთის ნაკრების წევრი დიმიტრი გერასიმენკო იქნება, მსხალაძე კი ასევე ბრინჯაოსთვის შეხვედრაში პორტუგალიელ ჟორჟე ფონსეკას დაეჭიდება.

დღესვე, რომაულ ტატამზე საქართველოს სახელით თამაზ კირაკოზაშვილი (81 კგ), გიორგი სეტიელი, რეზო წულუკიძე (ორივე 100 კგ) და ადამ ოქრუაშვილიც (+100 კგ) გავიდნენ, მაგრამ პოდიუმის გზა დილის პროგრამაშივე ჩაეკეტათ. კირაკოზაშვილი, სეტიელი და წულუკიძე საწყის ეტაპზევე დამარცხდნენ. ტურნირზე პირველ ნომრად განთესილმა ოქრუაშვილმა კი ძირითად ბადეში გამოსვლა მეოთხედფინალით დაასრულა, რეპეშაჟის ნახევარფინალშიც ვერას გახდა და მე-7 ადგილს დასჯერდა.

ფინალური შეხვედრები თბილისის დროით 18 საათიდან დაიწყება.

0.122054