არაბეთის გაერთიანებული ემირატების ქალაქ დუბაიში სტარტი აიღო ტრადიციულმა საერთაშორისო ტურნირმა (საპრიზო ფონდი 2 513 000 დოლარი), რომელშიც ქართველ ჩოგბურთელთაგან ოქსანა კალაშნიკოვა ითამაშებს.
Dubai Duty Free Tennis Championships-ის წყვილთა შეჯიბრში კალაშნიკოვა ხორვატ დარია იურაკთან გახლავთ შეამხანაგებული და პირველ რაუნდში ძალებს მე-8 ნომრად განთესილ უნგრულ-ფრანგულ (ბაბოში-მლადენოვიჩი) დუეტთან მოსინჯავს.