ფეხბურთი

3:57 | 15.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

“რეალმა” “დეპორტივო” დაამარცხა

მადრიდულ დერბიში “ატლეტიკოსთან” განადგურების შემდგომ, “რეალმა” ლა კორუნიის “დეპორტივო” დაამარცხა შინ და გარკვეულწილად რეაბილიტაცია მოახდინა.

მადრიდელები შეხვედრას მნიშვნელოვანი დანაკლისით შეხვდნენ და ტრავმების გამო მოდრიჩს, ხამესს, პეპეს, რამოსსა და ხედირას მოისაკლისებდნენ. სტუმრებს ძირითადი ცენტრალური მცველი სიდნეი ვერ ეხმარებოდა, რომლის ადგილი 39 წლის მანუელ პაბლომ დაიკავა. ვეტერანი მოთამაშე, რომელიც სეზონის ბოლოს ასრულებს კარიერას, მიმდინარე სეზონში პირველად გამოჩნდა მინდორზე.

კლუბებმა შეხვედრა აქტიურად დაიწყეს. თავდაპირველად, “დეპორტივოს”, კერძოდ კი ისააკ კუენკას ორჯერ შეეძლო გატანა, მაგრამ პირველ შემთხვევაში კასილასს ვერ აჯობა, ხოლო მეორე ეპიზოდში მცირედით უმტყუნა მიზანმა. ამასობაში, მასპინძლებიც გააქტიურდნენ და ჯერ კრიშტიანო რონალდუმ, ხოლო შემდეგ გარეტ ბეილმა გაარტყა ხარიხას. ქარიმ ბენზემას დარტყმა კი, მცირედით ასცდა მიზანს. ანგარიში 22-ე წუთზე გაიხსნა, ისკომ დაახლოებით 15 მეტრიდან შორეულ კუთხეში ჩინებული გოლი გაუტანა ფაბრის. ტაიმის ბოლოს, ლუისინიოს მიერ რონალდუს წაქცევის გამო მასპინძლები პენალტს ითხოვდნენ, თუმცა ესტრადა ფერნანდესის სასტვენი დუმდა.

მეორე ნახევარიც გალისიელთა აქტიურობით დაიწყო და გოლის გატანამდე ძალიან ცოტა დააკლდათ. მარჯვენა ფლანგზე ივნ კავალიერო კარგად გაისარჯა, რომელმაც რამდენიმე მეტოქე ჩამოიშორა და საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც სელსო ბორგესი გამოეხმაურა მას, რომელის დარტყმაც ძელმა მოიგერია. ცოტა ხანში, მადრიდელები იკერ კასილასმა იხსნა გაშვებული გოლისგან, რომელმაც ირიოლ რიერას თავური მოიგერია. გამოუყენებელი მომენტებისთვის სტუმრები 73-ე წუთზე დაისაჯნენ. მადრიდელებმა მეორე ნახევარში შექმნილი პირველივე საგოლე მომენტი გოლად აქციეს, ალვარო არბელოამ შესანიშნავი გადაცემით ლა კორუნიელთა დაცვა მოჭრა, კრიშტიანო რონალდუმ კი, გვერდზე მყოფ ქარიმ ბენზემას გადააწოდა ბურთი და ფრანგმა ფორვარდმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 2:0. მადრიდელებმა ამ მოგებით მინიმუმ ერთი ტურით შეინარჩუნეს ლიდერობა, თუმცა გამარჯვებას ცუდი ამბავიც მოჰყვა - შეხვედრის ბოლოს მარსელო დაშავდა და თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო. თუ რამდენად სერიოზულია ბრაზილიელის ტრავმა სამედიცინო გამოკვლევა დაადგენს.

სერიოზული დანაკლისის მიუხედავად, იოლი გამარჯვება მოიპოვა ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის მერბრძოლმა “სევილიამ”, რომელმაც ბეტოს, ფიგეირაშის, ტრემულინასის, მ’ბიას, კოკეს, ასპასის, გამეიროსა და კრისტოფოროს გარეშე მოახერხა “კორდობას” დამარცხება. მასპინძელებმა გოლების გატანა პირველი ტაიმის ბოლოს მოახერხეს, ანგარიში 38-ე წუთზე გჟეგოჟ კრიშოვიაკმა გახსნა, ხოლო 44-ე წუთზე კარლოს ბაკამ სოლიდური გახადა სხვაობა. მეორე ნახევარი საინტერესო იმით გამოდგა, რომ “სანჩეს პისხუანზე” შეკრებილმა პუბლიკამ ყვითელ ბარათებსა და გოლებზე მეტი, გაძევება იხილა. 54-ე წუთზე ბიკანდი გარიდომ ეკენგი გაუძევა სტუმრებს, ხოლო 73-ე წუთზე “დალაქებთაგან” კრიშოვიაკს უჩვენა წითელი ბარათი. რაც შეეხება გატანილ გოლს, 76-ე წუთზე ვისენტე იბორამ სტუმართა წვალებას წერტილი დაუსვა – 3:0.

“მალაგა” “ლა როსალედაზე” ორბურთიანი სხვაობით დამარცხდა “ესპანიოლთან”, ხოლო “ბილბაო” “გრანადასთან” საგარეო მატჩში ქულით დაკმაყოფილდა.

სევილია – კორდობა 3:0 (2:0)


სევილია, “სანჩეს პისხუანი”

სევილია (4-2-3-1): ს.რიკო, პარეხა, კარისო, ვიდალი, ფ.ნავარო, კრიშოვიაკი, იბორა, ვიტოლო (დ.სუარესი 84), რეიესი (დეულოფეუ 62), ბანეგა, ბაკა (კ.ფერნანდესი 83).
მწვრთნელი: უნაი ემერი

კორდობა (4-3-3): ხ.კარლოსი, კრესპო, პანტიჩი, გუნინო, ედიმარი, კრინი, დეივიდი (ბებე 46), ზუკულინი (ეკენგი 46), ჰედლენო (აბელი 56), კარტაბია, გილასი.
მწვრთნელი: მიროსლავ ჯუკიჩი

გოლები: 1:0 კრიშოვიაკი (38), 2:0 ბაკა (44), 3:0 იბორა (76).
გაფრთხილებები: კრინი
გაძევებები: ეკენგი (54), კრიშოვიაკი (73).
მსაჯი: ბიკანდი გარიდო
ბურთის ფლობა: 70%-30%, დარტყმა: 18(6)-10(3), ჯარიმა: 15-16, კუთხური: 8-1, თამაშგარე: 3-0, სეივი: 3-3

რეალი – დეპორტივო 2:0 (1:0)

მადრიდი, “სანტიაგო ბერნაბეუ”

რეალი (4-3-3):
კასილასი, ნაჩო, ვარანე, მარსელო, არბელოა, ისკო (კარვახალი 80), ილარამენდი (სილვა 71), კროოსი, ბეილი, რონალდუ, ბენზემა (ხესე 86).
მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი

დეპორტივო (4-2-3-1): ფაბრი, პაბლო, ლოპო, ლაურე, ლუისინიო, ბორგესი (ხ.დომინგესი 85), ბერგენტინოსი, კავალეირო, კუენკა, ლ.პერესი (მედუნჯანინი 79), რიერა (კოშტა 65).
მწვრთნელი: ვიქტორ ფერნანდესი

გოლები: 1:0 ისკო (22), 2:0 ბენზემა (73).
გაფრთხილებები: ნაჩო, არბელოა – ბორგესი, პაბლო, ლოპო, ლაურე
მსაჯი: ესტრადა ფერნანდესი
ბურთის ფლობა: 58%-42%, დარტყმა: 17(6)-15(4), ჯარიმა: 12-17, კუთხური: 6-6, თამაშგარე: 3-4, სეივი: 4-4

გრანადა – ბილბაო 0:0

გრანადა, “ნუევოს ლოს კარმენესი”

გრანადა (4-2-3-1): ოლაზაბალი, მაინცი, ბაბინი, ე.ინსუა, ნიომი, ფ.რიკო, რ.პერესი, კანდეიასი (ფოლქიერი 72), ბანგურა (იბანესი 66), პიტი, კოლუნგა (კორდობა 61).
მწვრთნელი: აბელ რესინო

ბილბაო (4-2-3-1): ირაიოსი, ლაპორტე, გურპეგი, დე მარკოსი, ბალენსიაგა, სან ხოსე, მ.რიკო, ბენიატი (აკეჩე 65), სუსაეტა (უილიამსი 79), მუნიაინი, ადურისი.
მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე

გაფრთხილებები: ბანგურა, ფ.რიკო, პიტი, კორდობა – მუნიაინი, გურპეგი, აკეჩე, ლაპორტე
გაძევება: ე.ინსუა 68.
მსაჯი: კლოს გომესი
ბურთის ფლობა: 46%-54%, დარტყმა: 11(4)-10(0), ჯარიმა: 16-9, კუთხური: 4-4, თამაშგარე: 4-0, სეივი: 0-4

მალაგა – ესპანიოლი 0:2 (0:1)

მალაგა, “ლა როსალედა”

მალაგა (4-2-3-1): კამენი, ანხელერი, ველიგტონი, როსალესი (ჰორტა 85), ბოკა, დარდერი (დუდა 76), კამაჩო, ხუანმი (გერა 66), სამუელი, კასტილიეხო, ამრაბატი.
მწვრთნელი: ხავი გრასია

ესპანიოლი (4-4-2): კასილია, ჰ.მორენო, ალვარო, არბილია, დუარტე, ა.გონსალესი, ვ.სანჩესი (კოლოტო 80), ლუკასი, სევილია (ხ.ლოპესი 69), ს.გარსია, კაისედო (სტუანი 63).
მწვრთნელი: სერხიო გონსალესი

გოლები: 0:1 ალვარო (41), 0:2 ს.გარსია (93).
გაფრთხილებები: დარდერი, ამრაბატი, კამაჩო - ა.გონსალესი, ვ.სანჩესი, არბილია, სტუანი, კასილია, ს.გარსია
გაძევება: კოლოტო (82)
მსაჯი: ხესუს ხილ მანსანო
ბურთის ფლობა: 65%-35%, დარტყმა: 17(5)-6(2), ჯარიმა: 12-18, კუთხური: 10-3, თამაშგარე: 5-2, სეივი: 0-5

84-ე წუთზე ამრაბატმა პენალტი ვერ გაიტანა

თეგებილა ლიგა
0.133037