იტალიის სერია A-ს 23-ე ტური ტრადიციულად ორი შეხვედრით დაიწყო. ორთავე მატჩი საინტერესო და ლამაზი სანახავი გამოდგა. თავდაპირველად, “სასუოლომ” ფლორენციის “ფიორენტინა” მიიღო, ხოლო შემდგომ სიცილიაში “პალერმომ” “ნაპოლის” უმასპინძლა.
23-ე ტურის ერთ-ერთ გამორჩეულ დაპირისპირებაში “პალერმომ” “ნაპოლი” მიიღო და ანგარიშით 3:1 დაამარცხა. ნეაპოლიტანურმა გუნდმა ზედიზედ ოთხ მატჩიანი მოგებების სერია შეწყვიტა. მასპინძლები მარცხენა მცველმა ლაზაარმა დააწინაურა, ვინაც მეტოქის კარი 40 მეტრიდან აიღო. თუმცა უნდა აღინიშნოს სტუმართა კარის დარაჯის ცუდი თამაშიც. კუნძულელებმა შესვენებამდე კიდევ ერთხელ იხეირეს. ამჯერად ნეაპოლიტანური გუნდის კარში გოლი ფრანკო ვასკესმა გაიტანა. არგენტინელმა ახლო მანძილიდან იხერია. მეორე ნახევარში ლუკა რიგონიმ ანგარიში გამანადგურებელი გახადა, ხოლო მატჩს წერტილი სტუმართა იტალიელმა თვადამსხმელმა მანოლო გაბიადინიმ დაუსვა, რომელმაც მეკარე სორენტინოს ქუსლით ლამაზი გოლი გაუტანა. “პალერმომ” 33 ქულას მოუყარა თავი და მე-7 ადგილზე აღზევდა, ხოლო რაფა ბენიტესის გუნდი 42 ქულით ისევ მესამეა.
“სასუოლოსა” და “ფიორენტინას” მატჩში ბევრი დაძაბულ ბრძოლას ელოდა, თუმცა სტუმრებმა სამი ქულის მოპოვება ადვილად შეძლეს. ანგარიში “იების” ახალწვეულმა ეგვიპტელმა ლეგიონერმა მოჰამედ სალაჰმა გახნსა, რომელიც მეკარე ანდრეა კონსილისთან პირისპირ დარჩა და ადვილად გაიტანა. ვინჩენცო მონტელას შეგირდებმა სხვაობა პირველივე ტაიმში გაზარდეს. თავი ამჯერად ხუმა ბაბაქარმა გამოიჩინა, რომელსაც ასისტენტობა სალაჰმა გაუწია. მეორე ნახევრის შუაში სენეგალელმა ფორვარდმა დუბლი შეასრულა და ანგარიშს გამანადგურებელი სახე მისცა. ერთადერთი რაც “სასუოლომ” მოახერხა, პრესტიჟის გოლის გატანა გახლდათ, რომელიც დომენიკო ბერარდიმ ჩაიწერა აქტივში. ამ გამარჯვებით “ფიორენტინამ” 38 ქულა დააგროვა და მესამე ადგილს 4 ქულამდე დაუხლოვდა. “სასუოლოს კი ისევ 29 ქულა დარჩა და მე-12 პოზიციას იკავებს.
ტურის დარჩენილი მატჩები დღეს გაიმართება.
“სასუოლო” – “ფიორენტინა” 1:3 (0:2)
რეჯიო ემილია, “მაპეი სთედიუმი”
მაყურებელი: 14.000
“სასუოლო” (4-3-3): კონსილი; გაცოლა, აჩერბი, კანავარო, ლონგი (მისიროლი 80); მანიანელი, ბიონდინი, ბრიგი (ფლოკარი 63); ბერარდი, ძაძა, სანსონე (ფლორო ფლორესი 74)
მწვრთნელი: ეუსებიო დი ფრანჩესკო
“ფიორენტინა” (4-3-3): ტატარუშანუ; რიჩარდსი, როდრიგესი, სავიჩი, ალონსო; კურტიჩი, პიზარო, მატი ფერნანდესი (აკვილანი 68); დიამანტი, ბაბაქარი (ჯილარდინო 72), სალაჰი (ილიჩიჩი 82)
მწვრთნელი: ვინჩენცო მონტელა
გოლები: 0:1 სალაჰი (30), 0:2 ბაბაქარი (32), 0:3 ბაბაქარი (62), 1:3 ბერარდი (67)
გაფრთხილება: ლონგი (21), ძაძა (49), კანავარო (65) – ალონსო (35), სავიჩი (54)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 15 (7) – 15 (11) ბურთის ფლობა: 46%-54% კუთხურები: 8:5 გაფრთხილება: 3:2
მსაჯი: დანიელე დოვერი
“პალერმო” – “ნაპოლი” 3:1 (2:0)
პალერმო, “რენცო ბარბერა”
მაყურებელი: 12.784
“პალერმო” (4-3-1-2): სორენტინო; რისპოლი, ანდელკოვიჩი, ტერცი, ლაზაარი; ბარეტო (იაიალო 86), ბოლცონი, რიგონი; ვასკესი (ბელოტი 78); კუაისონი (ჩოჩევი 69), დიბალა
მწვრთნელი: ჯუზეპე იაკინი
“ნაპოლი” (4-2-3-1): რაფაელი; მაჯო, ალბიოლი, ბრიტოსი, სტრინიჩი; ლოპესი (გარგანო 69), ჟორჟინიო; კალეხონი, ჰამშიკი (გაბიადინი 54), დე გუზმანი; იგუაინი (ძაპატა 74)
მწვრთნელი: რაფელ ბენიტესი
გოლები: 1:0 ლაზაარი (14), 2:0 ვასკესი (36), 3:0 რიგონი (65), 3:1 გაბიადინი (82)
გაფრთხილება: რისპოლი (53), რიგონი (59), ბოლცონი (82) – ჟორჟინიო (7), იგუაინი (41)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 7 (4) – 8 (3) ბურთის ფლობა: 42%-58% კუთხურები: 1:7 გაფრთხილება: 3:2
მსაჯი: პაოლო მაცოლენი
ბომბარდირები: კარლოს ტევესი (“იუვენტუსი”) – 14 გოლი, მაურო იკარდი (“ინტერი”) – 13, გონსალო იგუაინი (“ნაპოლი”) – 12, ჟერემი მენეზი (“მილანი”) – 12, პაულო დიბალა (“პალერმო”) – 11.