ინგლისურ “ნიუკასლს” კოტ დ’ივუარელი ნახევარმცველი ჩეიკ ტიოტე აფრიკის ეროვნებათა თასიდან ტრავმირებული დაუბრუნდა.
ფეხბურთელს მუხლის ტრავმა აწუხებს და “კაჭკაჭთა” ბანაკში შიშობენ, რომ მისი დაზიანება სერიოზულია, რამაც ჩეიკს შესაძლოა სეზონის დარჩენილი ნაწილი გამოატოვებინოს. 25 წლის ფეხბურთელს უახლოეს დღეებში სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდება და ზუსტად გახდება ცნობილი, თუ რამდენ ხანს იუქმებს.
ტიოტემ მიმდინარე სეზონში “ნიუკასლის” მაისური 12-ჯერ მოირგო და 2 შედეგიანი გადაცემით გამოირჩა.