ჭიდაობა

22:04 | 14.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

რვამედლიანი "ტახტის თასი”

ირანის ქალაქ კერმანშაჰში გამართულ პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირზე “ტახტის თასზე” საქართველოს თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებებმა 4-4 მედალი მოიპოვეს.

თავისუფალთაგან ყველაზე შედეგიანად 97 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ელიზბარ ოდიკაძე გამოვიდა, რომელმაც შეჯიბრება წაუგებლად ჩაამთავრა და ჩემპიონი გახდა. ჯაბა ყველაშვილი (74 კგ) მხოლოდ გადამწყვეტ ბრძოლაში დამარცხდა და ვერცხლს დასჯერდა. ბექა ლომთაძემ (61 კგ) და დავით მარსაგიშვილმა (86 კგ) კი მესამე საპრიზო ადგილები დაიკავეს.

რევაზ მინდორაშვილის გაწვრთნილი გუნდი საერთო გუნდურ ჩათვლაში მხოლოდ ირანს ჩამორჩა.

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრთაგან პოდიუმის უმაღლეს საფეხურზე ლაშა გობაძე (80 კგ) ავიდა, ხოლო მარად აბულაძე (66 კგ), რობერტ ქობლიაშვილი (85) და ირაკლი ქაჯაია (98 კგ) ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ.

0.115703