“ჩელსის” ფორვარდმა დიეგო კოშტამ შვედ თავდამსხმელზე ზლატან იბრაჰიმოვიჩზე თავისი აზრი გამოთქვა.
“იბრაჰიმოვიჩი ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო შემტევია. ზლატანი თავისი ხასიათის და სათამაშო სტილის გამო მომწონს. ყველამ ვიცით, რომ პსჟ-სთან მძიმე მატჩი გველოდება” – კოშტას სიტყვებს L’Equipe ციტირებს.
ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში “ჩელსი” პსჟ-ს დაუპირისპირდება. პლეი-ოფის პირველი მატჩი პარიზში 17 თებერვალს გაიმართება.