“ჰიუსტონ როკეტსის” ლიდერმა ჯეიმს ჰარდენმა Sport Illustrated-თან ინტერვიუში კითხვას, თუ ვინ არის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის საუკეთესო კალათბურთელი, ასე უპასუხა:
“ვინ არის ნბა-ში საუკეთესო? ალბათ მე”.
მიმდინარე სეზონში ჯეიმს ჰარდენის მონაგარი საშუალოდ ერთ მატჩში გახლავთ 27.4 ქულა, 5.7 მოხსნა და 6.8 პასი. ჰარდენი სეზონის ყველაზე ძვირფასი მოთამაშის ტიტულის მოპოვების ერთ-ერთი მთავარი პრედენდენტია.