“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელი ვან გაალი გუნდს ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის თასის გათამაშებისთვის ამზადებს. “წითელი ეშმაკები” 16 თებერვალს “პრესტონს” სტუმრად დაუპირისპირდებიან.
მანჩესტერელთა ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, აღნიშნულ შეხვედრაში სამი ფეხბურთელის: ფილ ჯონსის, დალეი ბლინდის და რობინ ვან პერსის მონაწილეობა ტრავმის გამო კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
ჰოლანდიელი სპეციალისტის განცხადებით, ჯონსი და ბლინდი სარეაბილიტაციო პერიოდს გადიან და ექიმის გადაწყვეტილების შემდეგ გახდება ცნობილი ითამაშებენ თუ არა თასზე. ვან პერსის მდგომარეობა უფრო საეჭვოა. დიდი ალბათობით შეიძლება მან “პრესტონის” წინააღმდეგ ვერ ითამაშებს.
აღნიშნულმა ფეხბურთელებმა “ბარნლის” წინააღმდეგ პრემიერლიგის 25-ე ტურის დაპირისპირებაში მონაწილეობა მიიღეს, თუმცა ჯონსი და ბლინდი მე-5 და 39-ე წუთებზე შეცვალეს, ხოლო ვან პერსიმ 90 წუთი ითამაშა და 82-ე წუთზე გოლიც გაიტანა.