ფეხბურთი

0:24 | 14.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

ანანიძის დუბლი ორმხრივ მატჩში

თურქულ შეკრებაზე მყოფმა მოსკოვის “სპარტაკმა” გუშინდელ ვარჯიშს ორმხრივი საკონტროლო მატჩი მიაყოლა, რომელშიც ჯანო ანანიძემ თავი დუბლით გამოიჩინა.

“თეთრებმა”, რომელთა ღირსებასაც ქართველი ფეხბურთელი იცავდა, 4:1 იმარჯვეს და როგორც აღვნიშნეთ, 2 გოლი ჯანომ შეაგდო.

14 თებერვალს, “სპარტაკს” უკვე სრულფასოვანი სპარინგ-მატჩი ელის. მოსკოველთა მეტოქე ერევნული ულისი იქნება.

0.122865