კალათბურთი

23:27 | 13.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

მარკოიშვილის 5 ქულა და ცსკა-ს იოლი გამარჯვება

მანუჩარ მარკოიშვილის ცსკა-მ ევროლიგის ტოპ-16-ის F ჯგუფში ერთადერთი მარცხის წილ მე-6 გამარჯვება იზეიმა და მანამდელ ლიდერ პირეოსის “ოლიმპიაკოსს” გაუტოლდა.

მოსკოვში გამართულ მატჩში რეალური ბრძოლა არ ყოფილა. მასპინძლებმა იტალიურ “ემპორიო არმანის” პირველი მეოთხედი 29:15 მოუგეს და საქმის იოლ გამარჯვებამდე მიყვანა არ გასჭირვებიათ – 97:75.

ქართველმა კალათბურთელი სასტარტო ხუთეულში იყო, თუმცა, მალევე 3 პერსონალური ფოლი მიიღო და მოედანზე მხოლოდ 06:56 წუთი გაატარა. აღნიშნულ დროში მანუმ 5 ქულა, 2 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 1 პასი მოაგროვა. მან თითო ორქულიანი და სამქულიანი ჩააგდო, 1 საჯარიმო ააცილა, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 2-ჯერ დაჯარიმდნენ.

ცსკა-ს რიგებში გამორჩეულები ტეოდოსიჩი (19 ქულა), დე კოლო (18), ვიმსი (14), ფრიძონი (13) და კაუნი (10) იყვნენ, მილანელთაგან კი ამერიკელი ლეგიონერები – ბრუკსი (24) და რაგლანდი (18) გამოირჩნენ.

რუსული გრანდი მომდევნო მატჩს 27 თებერვალს, ისევ შინაურ კედლებში, სტამბულის “ფენერბაჰჩეს” წინააღმდეგ გამართავს.

0.11324