თურქეთის ქალაქ ანტალიაში მიმდინარე 10-ათასიან ტურნირს ქართველი ჩოგბურთელი მხოლოდ წყვილთა თანრიგშიღა შემორჩა.
ეკატერინე გორგოძემ და ვიკტორია კანმა, რომელთაც მე-3 განთესვა გააჩნიათ, ფრანგი ლეუერსი და იტალიელი პინტო 6:0, 6:1 გაანადგურეს და ნახევარფინალში პირველი რეიტინგის მქონე თურქულ-სამხრეთაფრიკულ დუეტს (სეზერი-სიმონდსი) გაეჯიბრებიან.
ისიც ცნობილია, თუკი ქართულ-რუსულმა წყვილმა იმარჯვა, ტიტულისთვის შვედი ლისტერის და უკრაინელი სოტნიკოვას დუეტთან (მე-4 განთესვა) დაპირისპირება მოუწევს.
ერთეულთა შეჯიბრში პირველი რეიტინგის მქონე ეკატერინე გორგოძემ მერვედფინალში უნგრელ რებეკა სტოლმართან (“უაილდ ქარდი”) 6:2, 0:6, 3:6 წააგო. რაც შეეხება სოფო ქვაცაბაიას (მე-6 რეიტინგი), ის კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულ – იაპონელ ჩიჰირო ნუნომესთან 5:7, 1:6 დამარცხდა.