თბილისის “ვიტ ჯორჯიამ” ზამთრის მოსამზადებელ ეტაპზე ბოლო სპარინგი მცხეთაში მე-2 ლიგის დუშეთის “არაგვთან” ჩაატარა და 5:1 გაიმარჯვა.
თბილისელთა ვებგვერდის ინფორმაციით, “ვეტერინართა” მთავარმა მწვრთნელმა ზურაბ ბერიძემ შემდეგი ფეხბურთელები ათამაშა:
შეროზია (ისერგიშვილი, 71), თათხაშვილი (წენგუაშვილი, 79), ჩიტიშვილი (კალანდია, 46), გეთიაშვილი, მაისურაძე (დანელია, 71), გახარია (კურდღელაშვილი, 58), დავლაშელიძე (ღიბრაძე, 46), დემეტრაშვილი (კალაჯიშვილი, 66), ჭაჭიაშვილი (ხვისტანი, 58), კახაბრიშვილი (საბაძე, 46), ელგუჯა ლობჯანიძე (კუხალეიშვილი, 46).
“ვიტ ჯორჯიადან” გოლები გაიტანეს: დემეტრაშვილმა (9, 63), ლობჯანიძემ (17), ღიბრაძემ (57), გეთიაშვილმა (67). “არაგვიდან” თავი ჩუხუამ (78) გამოიჩინა.