კალათბურთი

14:18 | 13.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

ევროთასზე ქართული დუელი ახლოვდება

რანგით მე-2 ევროპულ საკალათბურთო ტურნირ – ევროთასზე ყველა მერვედფინალი დაკომპლექტდა. შეგახსენებთ, რომ ქართველი გულშემატკივრისთვის გამორჩეული ის წყვილია, რომელშიც გიორგი შერმადინის “კანტუ” ვიქტორ სანიკიძის “უნიკსს” გაეჯიბრება, მომავალი მატჩების სრული ნუსხა კი ასეთია.

A: უნიკსი (რუსეთი) – კანტუ (იტალია)

B: გრან კანარია (ესპანეთი) – ცედევიტა (ზაგრები)

C: ვირტუსი (იტალია) – ბანვითი (თურქეთი)

D: ხიმკი (რუსეთი) – ზენიტი (რუსეთი)

E: ბაიერნი (გერმანია) – ვალენსია (ესპანეთი)

F: ტუროვი (პოლონეთი) – პარი ლევალუა (საფრანგეთი)

G: ქარშიაქა (თურქეთი) – ლიეტუვოს რიტასი (ლიტვა)

H: ლოკომოტივი (რუსეთი) – ბროზე ბასკეტსი (გერმანია).

მერევდფინალური მატჩები 3-11 მარტს შედგება და უკვე ცნობილია, რომ მეოთხედფინალში წყვილები ამ პრინციპით შედგება: A-ს გამარჯვებული – H-ს გამარჯვებული, B-G, C-F, D-E. მეოთხედფინალები 17-25 მარტს გახლავთ დაგეგმილი.

0.113563