ფეხბურთი

14:16 | 13.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

ნასრი კვლავ ნაწყენია

“მანჩესტერ სიტის” ნახევარმცველი სამირ ნასრი დიდიე დეშამზე კვლავ ნაწყენია და აღნიშნავს, რომ 2014 წლის მუნდიალზე მისი არწაყვანა, კარიერაში ყველაზე დიდი იმედგაცრუება გახლდათ. ფრანგის განცხადებით, “მამლების” თავკაცის აღნიშნულ გადაწყვეტილებას არ დაივიწყებს.

“მუნდიალის მიღმა დატოვება კარიერის უდიდესი იმედგაცრუება გახლდათ. დეშამმა მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობის შანსი მომპარა, მიუხედავად იმისა, რომ ვიმსახურებდი თამაშს. ამას არასდროს დავივიწყებ. ამავდრიულად, ყველა იძახდა თითქოს პრობლემებს ვქმნიდი და ეს ფაქტი ნეგატიურ ემოციას მაძლევს. დეშამთან საუბრის შესაძლებლობა თუ მექნება, მოვთხოვ როგორც კაცი ისე მოიქცეს და ყველაფერი პირში მითხრას.” – განუცხადა L"Equipe-ის ნასრიმ,

დეშამმა “სიტის” ფეხბურთელი 2014 წლის მუნდიალზე არ წაიყვანა და ნასრის საპასუხო რეაქცია ასეთი გახლდათ: 27 წლის ასაკში სამირმა ეროვნულ ნაკრებში ასპარეზობა შეწყვიტა. ნასრიმ “მამლების” რიგებში 41 მატჩი ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა.

0.117102