ნბა-ს ამომავალი ვარსკვლავების მატჩში ბერძენი ფორვარდი კოსტას პაპანიკოლაუც მიიღებს მონაწილეობას. ნიუ-იორკში დაგეგმილ შეხვედრაში “ჰიუსტონ როკიტსის” კალათბურთელი “დენვერ ნაგითსის” ცენტრ იუსუფ ნურკიჩს ჩაანაცვლებს. ბოსნიელმა თამაშზე უარი თქვა გაურკვეველი მიზეზებით თქვა.
შეგახსენებთ, რომ 24 წლის პაპანიკოლაუ 2012 წლის დრაფტზე 48-ე ნომრად “ნიუ-იორკმა” აირჩია, თუმცა, მისი დებუიუტი მხოლოდ ამ სეზონში შედგა. ის მოედანზე საშუალოდ 19.8 წუთს ატარებს, მისი მონაგარი კი 4.7 ქულა, 2.9 მოხსნა, 2.1 პასი და 0.7 ჩაჭრაა.
ნბა-ს ამომავალ ვარსკვლავთა მატჩი, რომელშიც ერთმანეთს აშშ-ს და მსოფლიოს ნაკრებები ეთამაშებიან, ხვალ დილით, თბილისის დროით 06:00 საათზე დაიწყება.