ფეხბურთი

13:25 | 13.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

გულშემატკივრები კასილიასს არ ენდობიან

AS-ის გამოკითხვის შედეგად, მადრიდის “რეალის” გულშემატკივრებს სურთ “დეპორტივოს” წინააღმდეგ მატჩში კარი კეილორ ნავასმა დაიცვას და არა იკერ კასილიასმა. გამოკითხულთა 75% (5 000) მხარს კოსტა რიკელს უჭერს.

კეილორმა ბოლოს ესპანეთის პრიმერადივიზიონში მადრიდელთა კარი მე-11 ტურში “რაიოს” წინააღმდეგ (5:1) მოგებულ შეხვედრაში დაიცვა. “ატლეტიკოსთან” განცდილი მწარე მარცხის შემდეგ კი, გულშემატკივრები მეკარის გამოცვლაზე ალაპარაკდნენ. იმავე “როხიბლანკოსთან” ესპანეთის თასის ორრაუნდიან დაპირისპირებაში კოსტა რიკელმა ორივე შეხვედრა ჩაატარა და 4 გოლი გაუშვა.

მიმდინარე სეზონში ნავასმა 7 მატჩში 7 გოლი გაუშვა. “ფურია როხას” გოლკიპერმა კი 29 შეხვედრაში - 24 გოლი.

“რეალისა” და “დეპორტივოს” დაპირისპირება 14 თებერვალს “სანტიაგო ბერნაბეუზე” თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება. ჯერჯერობით უცნობია თუ ვის ანდობს ანჩელოტი “სამეფო გუნდის” კარს.

0.113123