პორტუგალიურმა “პორტომ” ალჟირელი ნახევარმცველის იესინ ბრაჰიმის სატრანსფერო ფასი დაასახელა. Talksport-ის ცნობით, “დრაკონებმა” 25 წლის მოთამაშე 40 მილიონ ფუნტად შეაფასეს.
პორტუგალიური გრანდის ხელმძღვანელობამ ბრაჰიმის სატრანსფერი ფასი მას შემდეგ დაასახელა, რაც მისი შეძენის სურვილი “მანჩესტერ სიტიმ” გამოთქვა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ქალაქელები” ალჟირელში 33 მილიონი ფუნტის გადახდას აპირებდნენ, თუმცა “დრაკონებმა” წინადადება უარყვეს. მანჩესტერელები მის გადაბირებას ზაფხულში ეცდებიან.
იესინმა მიმდინარე სეზონში 24 შეხვედრა ჩაატარა, 9 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა მიითვალა. მას “პორტოსთან” მოქმედი ხელშეკრულება 2019 წლამდე აკავშირებს.