ჭადრაკი

21:05 | 12.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებს უბილავა უხელმძღვანელებს

საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრების მთავარ მწვრთნელად ელიზბარ უბილავა დაინიშნა, რომელიც გუნდს მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მოამზადებს. მთავარ მწვრთნელ ელიზბარ უბილავას დავით ჯოჯუა დაემხარება.

“ეროვნული ნაკრების მომზადებაში დავით ჯოჯუა დამეხმარება, ყველაფერს კი შედეგები განსაზღვრავს. მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ გადაწყდება მოისურვებს თუ არა ჩემთან მუშაობას ჭადრაკის ფედერაცია”, - განაცხადა ელიზბარ უბილავამ.

“ელიზბარ უბილავა მსოფლიოში მოთხოვნადი მწვრთნელია, თუმცა ჩვენ მოვახერხეთ მისი საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშვნა, რითიც ძალიან მოხარულნი ვართ”, - აღნიშნა ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა გია გიორგაძემ.

“ჭადრაკის სასახლეში” ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ათდღიან მოსამზადებელ ეტაპს გაივლის.

შეგახსენებთ მოჭადრაკეთა მსოფლიო პირველობას მიმდინარე წლის მარტის თვეში ქალაქი სოჭი უმასპინძლებს.

0.284512