ფეხბურთი

19:45 | 12.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ბაიერნი” და “იუვენტუსი” ყველაზე იშვიათად აგებენ

გერმანიის მოქმედ ჩემპიონი და ყველაზე ტიტულოვანი გუნდი მიუნხენის “ბაიერნი” ევროპული რეკორდის მფლობელია. გერმანულმა გრანდმა 2011-2012 წლების სეზონიდნ მოყოლებული ბუნდესლიგაში მხოლოდ და მხოლოდ 7 შეხვედრა წააგო. ასეთი მაჩვენებელი კი ბოლო სამწელიწადნახევრის განმავლობაში არცერთ სხვა ევროპულ გუნდს არ აქვს.

“რეკორდმაისტერთან” ყველაზე ახლოს იტალიის ჩემპიონი ტურინის “იუვენტუსი” დგას. “ბებერმა ქალბატონმა” დროის იგივე მონაკვეთში იტალიის სერია A-ში 9 მარცხი განიცადა.

მიმდინარე სეზონში “ბაიერნსაც” და ”იუვენტუსსაც” თავიანთ ჩემპიონატებში მხოლოდ თითო მატჩი აქვთ წაგებული.

0.060454