ქართველი ფორვარდი გიორგი ალავერდაშვილი პოლონეთის საფეხბურთო ექსტრაკლასას (უმაღლესი ლიგა) კლუბ “ზავიშაში” ვარჯიშობს. ამის შესახებ ინტერნეტპორტალი sport.pl-ი იუწყება.
აქამდე, 27 წლის ფეხბურთელი ზაბჟეს “გურნიკში” ემზადებოდა, სადაც საბოლოოდ ვერ დარჩა. ამჯერად, ძალას ცდის, რომელსაც ექსტრაკლასას პირველი ეტაპის მერე სატურნირო ცხრილში 16 გუნდში ბოლო ადგილია უკავია.