“ბილდის” ცნობით, დორტმუნდის “ბორუსია” ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს გუნდის შემადგენლობის განახლებას აპირებს. გავრცელებული ინფორმაციით, დორტმუნდელებს მადრიდის “რეალიდან” სემი ხედირას, “ბარსელონადან” კი მარკ-ანდრე ტერ შტეგენის შეძენა სურთ.
მათ გარდა, კლოპის გუნდში შესაძლოა ვიხილოთ “ანდერლეხტის” 20 წლის ფეხბურთელი დენის პრაეტი და “გლადბახის” 26 წლის ფორვარდი მაქს კრუზე.
“ბორუსიას” რთული დრო უდგას. ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში 19 ქულით მე-16 ადგილზე იმყოფება და მეორე ბუნდესლიგაში გავარდნის საფრთხის წინაშე დგას.