მიუნხენის “ბაიერნის” მცველმა მეჰდი ბენატიამ გულშემატკივართა კითხვებს უპასუხა. გულშემატკივართა ერთ-ერთი კითხვა მთავარ მწვრთნელთან მუშაობას ეხებოდა.
მარკოელის თქმით, იგი კმაყოფილია გუნდის მთავარ მწვრთნელ პეპ გვარდიოლასთან მუშაობით. მისი თქმით ესპანელი მწვრთნელისგან ყოველდღიურად სწავლობს და ვითარდება.
“გვარდიოლასთან მუშაობით უდიდეს სიამოვნებას ვიღებ, მისგან ყოველდღიურად ვიღებ სიახლეს, ყოველდღიურად ვსწავლობ და ეს პროცესი ძალიან საინტერესოა”, - აღნიშნა მაროკოელმა.
“რაც შეეხება “ბაიერნის” მიზნებს, ჩვენ შეგვიძლია ჩემპიონთა ლიგისა და ბუნდესლიგის მოგება, რადგან მუდმივად კონცენტრირებულნი ვართ შედეგზე და ეს მეტად მნიშვნელოვანია”, - განაცხადა ბენატიამ.
კითხვაზე, თუ ვის მიიჩნევს ბენატია ყველაზე უხერხულ მოწინააღმდეგედ, აფრიკელმა იბრაჰიმოვიჩი დაასახელა.
“ზლატანი ბრწყინვალე ფეხბურთელია, რომელსაც მუდმივად შეუძლია მეტოქეს პრობლემები შეუქმნას”, - აღნიშნა ფეხბურთელმა.