კიევის “დინამო 2”-ის 22 წლის მცველმა ბადრი აქუბარდიამ ინტერნეტპორტალ dynamo.kiev.ua ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულ ნაკრებში თამაში სურს.
- უკრაინაში როგორ აღმოჩნდით?
- 1992 წელს საქართველოში ომი დაიწყო. სამი წლის ვიყავი, რომ ჩემი ოჯახი საცხოვრებლად უკრაინაში გადავიდა. ჩერნიგოვის ოლქში ქალაქ ბახმაჩში ვცხოვრობდით. მერვე კლასამდე ვთამაშობდი, შემდეგ კიეველმა სელექციონერებმა შემამჩნიეს და მიმიწვიეს. თავდაპირველად ბროვარიში აღმოვჩნდი, ხოლო მერე “დინამოში”.
- გახსოვს “დინამოში” როგორ მიგიწვიეს?
- ტურნირზე, რომელსაც “ჩერნობილის ზარები” ერქვა, ბახმაჩის გუნდში ვთამაშობდი. იქ კიევური გუნდი გამოდიოდა, რომლის ხელმძღვანელებს მოვეწონე და მიმიწვიეს. საბოლოო ჯამში, სპორტულ ინტერნატში აღმოვჩნდი, ხოლო მე-10 კლასში რომ ვიყავი, “დინამოს” აკადემიაში მიმიწვიეს.
- 16 წლის რომ გახდი, დიდი ხანი ფიქრობდი, რომელი ქვეყნის მოქალაქეობა მიგეღო?
- არა, რადგან მაშინ უკრაინის ასაკობრივ ნაკრებში თამაში შემომთავაზეს. ამას დიდი ხანი ველოდი. ჯერ კიდევ, როდესაც საფეხბურთო აკადემიაში გამოვდიოდი და ქვეყნის ჩემპიონატის ფინალში ვითამაშეთ, ნაკრებში მაშინ მიწვევდნენ. უბრალოდ, მოქალაქეობა არ მქონდა.
- მიმდინარე სეზონში წინასთან შედარებით არცთუ ხშირად თამაშობ?
- ტრავმის გამო. კოჭი მუდმივად მაწუხებს. ფეხი, როგორც იტყვიან, “სწორ ადგილზე” გადამიბრუნდა. არა უშავს, უკეთესის იმედი მაქვს. ყველაფერი გაივლის.
- სხვა გუნდში იჯარით გადასვლას არ ფიქრობ?
- ვფიქრობ, მაგრამ ჯერ “დინამო 2”-ში მინდა ცოტა ვითამაშო. თითქმის წელიწადია, ნორმალურად არ მითამაშია. ქვეყნის ჩემპიონატში მხოლოდ 2 შეხვედრა ჩავატარე და ტრავმა მივიღე.
- საქართველოდან ომის გამო წახვედი. ახლა უკრაინაშიც იგივე ხდება...
- ყველას მშვიდობას და ომის მალე დასრულებას ვუსურვებ.
- იარაღის ხელში ასაღებადა და ქვეყნის დასახმარებლად მზად ხარ?
- მზად ვარ. თუ საჭირო იქნება საომრად წავალ. რატომაც არა, თუ ბედისწერა ასეთია?
- რუსეთიდან წინადადების მიღების შემთხვევაში, შეგიძლია წარმოიდგინო, რომ ამ ქვეყანაში ითამაშებ?
- არა. ჯერ მსგავს არაფერზე ვფიქრობ. ჩემი ოცნება კიევში თამაშია. მამა “დინამოზე” ხშირად მიყვებოდა. ადრე ამ კლუბში მოხვედრას ვერც ვიფიქრებდი. “დინამოს” პირველ გუნდში ფეხის მოკიდება და ტიტულების მოგება მინდა.
- საქართველოში თუ ჩადიხარ?
- დიახ. შვებულებაზე თბილისში ვიყავი.
- ქართულ ფეხბურთს თვალს ადევნებთ?
- ვადევნებ. თუმცა, საქართველოში ისეთი მაღალი დონე არაა, როგორც უკრაინაში. პლუს, ხისტად თამაშობენ. უკრაინაში თამაშისგან სიამოვნებას იღებ, ხოლო საქართველოში წვალობ. ჩემი ძმა საქართველოში მწვრთნელად მუშაობს და მეუბნება, რომ 8-10 წლის ბავშვები ძალიან ტექნიკურები არიან, თან ფეხბურთის თამაშიც სურთ. მისი მტკიცებით, თუ ბავშვები მიზანს დაისახავენ ფეხბურთელებად ჩამოყალიბდებიან. ადრეულ ასაკში ფულის შოვნის შემთხვევაში ავტომანქანას იყიდის და მისი საქმე დამთავრებულია.
- საქართველოში თამაში გსურს?
- ნაკრებში ვითამაშებდი.
- რომელიმე ქართულ კლუბში იჯარით წასვლა არ გინდა?
- არა. ძალების მოსინჯვა უკრაინაში მსურს.