ფეხბურთი

14:35 | 12.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ასტონ ვილაში” შესაძლოა შერვუდი დაინიშნოს

როგორც mirror იუწყება, “ასტონ ვილას” მთავარ მწვრთნელად შესაძლოა “ტოტენჰემის” ყოფილი მწვრთნელი ტიმ შერვუდი დაინიშნოს. ტიმ შერვუდი ყველაზე რეალურ ვარიანტად ითვლება, თუმცა აღნიშნული წყაროს ცნობით, ინგლისური კლუბი იურგენ კლინსმანისა და მარკ უორბართონის კანდიდატურებსაც განიხილავს.

ამ დროისთვის გერმანელი მწვრთნელი ამერიკის ეროვნული ნაკრებს ხელმძღვანელობს, ხოლო უორბართონი “ბრენტფორდში” მუშაობს. რაც შეეხება ტიმ შერვუდს, არსებული კანდიდატურებიდან მხოლოდ იგია უმუშევარი, რაც “ასტონ ვილაში” მისი დამრიგებლად დანიშვნის შანსს ზრდის.

0.117323