ფეხბურთი

13:01 | 12.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

“რეალის” ლაზარეთს კოენტრაუ დაემატა

მადრიდის “რეალის” პორტუგალიელმა მარცხენა მცველმა ფაბიო კოენტრაუმ ვარჯიშზე კუნთი დაიზიანა, რის გამოც წვრთნა ნაადრევად დატოვა. აღნიშნულ ინფორმაციას As ავრცელებს.
წყაროს ცნობით, გამოკვლევის შემდეგ დადგინდა, რომ პორტუგალიელის ტრავმა სერიოზული არაა და მას მხოლოდ 10 დღე მოუწევს უქმობა.
შეგახსენებთ, რომ “რეალის” ლაზარეთში კოენტრაუსთან ერთად, სერხიო რამოსი, პეპე, ლუკა მოდრიჩი, სამი ხედირა და ხამეს როდრიგესი არიან.
ფაბიო კოენტრაუს მიმდინარე პრიმერა დივიზიონის გათამაშებაში, მადრიდელთა მაისურით 7 შეხვედრა აქვს ჩატარებული.

0.114894