ინგლისური “საუთჰემპტონის” საკუთრებაში მყოფი არგენტინელი ფორვარდი პაბლო ოსვალდო, რომელმაც სეზონის პირველი ნახევარი იჯარით მილანის “ინტერში” გაატარა, ამიერიდან ბუენოს აირესის “ბოკა ხუნიორსში” ითამაშებს. ამის შესახებ “გაძეტა დელო სპორტი” იუწყება. ფეხბურთელი არგენტინის დედაქალაქში სამედიცინო შემოწმებას დღეს გაივლის.
ნატურალიზებული იტალიელი “ბოკაში” 6 თვიანი იჯარით იასპარეზებს, თუმცა, თუ არგენტინული გუნდი კოპა ლიბერტადორესის თასზე შორს გასვლას მოახერხებს, მაშინ ოსვალდო გუნდში ამ ტურნირის დასრულებამდე დარჩება.
პაბლო ოსვალდო წარმოშობით არგენტინელია, თუმცა იტალიის მოქალაქეობაც აქვს და “სკუადრა აძურას” ღირსება 14 მატჩში დაუცავს და 4 გოლიც გაუტანია.